მისია და ხედვა

მისია

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ხედვა

როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი ერთგულია მის მიერ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბიზნეს მიდგომის, რომელიც ეყრდნობა ბიზნეს ეთიკას, სანდოობას და სტაბილურობას.