პაშა ბანკის სააღდგომო CSR აქტივობა

პაშა ბანკმა წელსაც გააგრძელა გარემოსდაცვითი პროექტების ხაზი და სააღდგომოდ, უკვე ტრადიციულად, თავისი კლიენტების და პარტნიორების სახელზე საქველმოქმედო სახის „მწვანე“ აქტივობა განახორციელა. ბანკის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ეზოში დაირგო კავკასიური სოჭის ოცდაათი ხე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს. 

დარგვითი სამუშაოები კომპანია „Fair Trees Georgia“-მ შეასრულა, რომელიც შემდეგი სამი თვის განმავლობაში მოუვლის დარგულ ხეებს. აღსანიშნავია, რომ დარგული ხეების სიმაღლე საშუალოდ 0.8-1 მეტრია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ დარგვა-გახარებას. ამასთანავე, კავკასიური სოჭი გამოირჩევა ჟანგბადის გამომუშავების მაღალი დონით, ის საუკეთესოა პარკებში და სარეკრეაციო ზონებში დასარგავად.

“ჩვენი ორგანიზაცია 20 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. „პირველი ნაბიჯი“, ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვიურად 500-მდე ბავშვი იღებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, თუმცა მომსახურების გარდა  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, რაშიც პაშა ბანკი დაგვეხმარა; დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის. პირველი ნაბიჯი ამაყია, რომ ყავს მეგობრები, რომელთა დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ბავშვების კეთილდღეობასა და უკეთესი მომავლის შექმნაზე. ეს ინიციატივა მისაბაძია და ვისურვებთ, რომ მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში და შეიტანონ საკუთარი წვლილი ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.” - თამარ ზაალიშვილი, „პირველი ნაბიჯი“-ს დირექტორი.

პაშა ბანკი 2018 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობს გარემოსდაცვითი პროექტების დაგეგმვა-შესრულებას. „იმედი გვაქვს, ჩვენი კლიენტები და პარტნიორები დადებითად შეაფასებენ ჩვენს სააღდგომო აქტივობას, რომელიც მათი სახელით განვახორციელეთ. როგორც სოციალურად პასუხისმგებელ კომპანიას, გვჯერა, რომ ასეთი პროექტები უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს გარემოს. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია აქტიურად ერთვება გარემოსდაცვით ინიციატივებში და მომავალშიც ვფიქრობთ, რომ შევინარჩუნებთ ამ მიმართულებას,“ თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
 

პაშა ბანკის მიერ 2016-2017 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი ხაზის პროექტები:

•    2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2,017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2,018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
•    პროექტ „აღადგინეს“ მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
•    პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი ირიცხება „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კამპანიაში უკვე ჩაერთო 110 კომპანია და შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა;
•    2017 წლის აღდგომის მისალოცად  კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1,000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;
•    სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება; 
•    1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.