პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბიზნესებს სთავაზობს კორპორატიული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების სრული ასორტიმენტს.
პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 532 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით, რითაც განპირობებულია ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ბიზნეს მიდგომა გადმოცემულია პაშა ბანკის ბრენდ სლოგანშიც „ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.“