პაშა ბანკი საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდამჭერია
6 ნოემბერი 2024, თბილისი, საქართველო
დღეს პაშა ბანკმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა პაშა ბანკი საქართველოს სათავო ოფისში. მას ესწრებოდნენ პაშა ბანკის გენერალური დირექტორი რამილ იმამოვი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, და ასევე, ბანკისა და ფედერაციის წარმომადგენლები.
ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა წელს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივაა. ამ პარტნიორობის მიზანია ჭადრაკის სწავლების სტანდარტებისა და მეთოდების გაუმჯობესება, ახლაგაზრდა მოჭადრაკეების განვითარების ხელშეწყობა და ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზაცია ბავშვებსა და მოზარდებში.
„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელია ნაწილია. პაშა ბანკი უკვე 11 წელია მოღვაწეობს საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში გარემოსდაცვის და განათლების ხელშეწყობის მიმართულებით მრავალი პროექტის მხარდამჭერი და ინიციატორები ვართ. ქართველებისთვის ჭადრაკი განსაკუთრებული სპორტია თავისი ტრადიციებით და წარმატების ისტორიებით. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ამ ტრადიციის გაგრძელებას ახალ თაობებშიც და საქართველოს წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე.“ - განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა რამილ იმამოვმა.
„ჭადრაკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწავლების მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ახალგაზრდა თაობებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. პაშა ბანკთან პარტნიორობა დაგვეხმარება კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი დასახული მიზნები. საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭადრაკის მსოფლიო რუკაზე და ამ ადგილს გაფრთხილება სჭირდება.“ - თქვა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა.
პაშა ბანკი საქართველოში 11 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.