საკრედიტო ხაზი

პაშა ბანკის საკრედიტო ხაზით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

ჩვენ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის მოკლევადიანი ფინანსურ საჭიროებაზე მორგებულ საკრედიტო ხაზებს. 
საკრედიტო ხაზის ხელმისაწვდომობის პერიოდში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენოს საკრედიტო ხაზი წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. საკრედიტო ხაზის ათვისებული ნაწილის დაფარვის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია კვლავ გამოიყენოს აღნიშნული სახსრები.
საპროცენტო სარგებლის დარიცხვა მხოლოდ საკრედიტო ხაზის ათვისებულ ნაწილზე ხდება. საკრედიტო ხაზის დაფარვის გრაფიკი შეიძლება მორგებულ იქნას ცალკეული კლიენტის ბიზნესის თავისებურებებზე ისეთი ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა სეზონურობა და ვაჭრობის პირობები.

უპირატესობები:

  • მარტივი წვდომა წინასწარ დამტკიცებულ ფინანსურ რესურსზე 
  • დამტკიცებული საკრედიტო ხაზის ნებისმიერი მოცულობით და სიხშირით ათვისების შესაძლებლობა 
  • საკრედიტო ხაზის გადახდილი ნაწილის მრავალჯერადი ათვისების შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის პერიოდში
  • საპროცენტო განაკვეთი დარიცხვა მხოლოდ საკრედიტო ხაზის ათვისებულ ნაწილზე
  • სესხის დაფარვის მოქნილი გრაფიკი
  • სესხები სხვადასხვა ვალუტით