პაშა ბანკის მოთხოვნამდე ანაბრით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.
მოთხოვნამდე ანაბრის მთავარი უპირატესობაა მასზე განთავსებული თანხის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნამდე ანაბრის გახსნის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეუზღუდავად გაიტანოთ ან დაამატოთ თანხა და ამასთან, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი. ის ყოველი დღის ბოლოს გამოითვლება ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით და ყოველთვიურად დაგერიცხებათ ანაბარზე.
ფიზიკური პირებისთვის ანაბრის პირობები იხილეთ ვებგვერდზე rebank.ge
ზოგადი პირობები:
ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
ანაბრის მინიმალური ბალანსი გახსნისთვის და სარგებლის დარიცხვისთვის: 5,000 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
ანაბრის მაქსიმალური ბალანსი გახსნისთვის და სარგებლის დარიცხვისთვის: 2,500,000 ლარი, 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო
საპროცენტო განაკვეთები:
ლარი
|
აშშ დოლარი
|
ევრო
|
ნომინალური
|
ეფექტური*
|
ნომინალური
|
ეფექტური*
|
ნომინალური
|
ეფექტური*
|
3.25%
|
3.16%
|
0.60%
|
0.60%
|
0.25%
|
0.25%
|
* ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს/აშშ დოლარს/ევროს.
არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ანაბრის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით ნაკლებია.