ვადიანი სესხი

პაშა ბანკის ვადიანი სესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

ვადიანი სესხი კლიენტს საშუალებას აძლევს, გააფართოვოს არსებული ბიზნეს საქმიანობა, დაიწყოს ახალი პროექტები, შეიძინოს კაპიტალური აქტივები ან გამოიყენოს აღნიშნული სესხი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც საჭიროებს შედარებით გრძელვადიან დაფარვის პერიოდს და როგორც წესი, ითვალისწინებს სესხის მომსახურებას წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

უპირატესობები:

  • მსხვილი სესხი 
  • სესხის დაფარვის გრძელი ვადები
  • საშეღავათო პერიოდი სესხის ძირის დაფარვაზე
  • ფიქსირებული ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთები
  • კლიენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე მორგებული სესხის დაფარვის გრაფიკი 
  • სესხი სხვადასხვა ვალუტით