ფორვარდი

პაშა ბანკის ფორვარდით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

ფორვარდი წარმოადგენს მომავალში ვალუტის ან რაიმე სხვა აქტივის წინასწარ შეთანხმებულ ფასად შეძენის ან გაყიდვის ხელშეკრულებას. მაგალითად, სავალუტო ფორვარდული ხელშეკრულებების გამოყენებით კლიენტს შეუძლია, დააფიქსიროს ხელსაყრელი გაცვლითი კურსი მოცემული თარიღისთვის, ხოლო ანგარიშსწორება მოახდინოს წინასწარ შეთანხმებულ დროს მომავალში.