პაშა ბანკი

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბიზნესებს სთავაზობს კორპორატიული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების სრული ასორტიმენტს.


პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 


პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 532 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით, რითაც განპირობებულია ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ბიზნეს მიდგომა გადმოცემულია პაშა ბანკის ბრენდ სლოგანშიც „ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.“

საბანკო მონაცემები

სრული დასახელება: სს პაშა ბანკი საქართველო 
საფოსტო მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, 0179, თბილისი, საქართველო

საბანკო რეკვიზიტები:

TIN: 404433671
SWIFT: PAHAGE22

საკორესპონდენტო საბანკო ანგარიშების გასაგებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 322) 265 000

 

მისია და ხედვა

მისია

წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის გამორჩეული საინვესტიციო ჯგუფის განვითარებაში, რომელიც ითავისებს ინოვატორულ და შემოქმედებით სამუშაო კულტურას, საუკეთესო კორპორაციული მართვის პრაქტიკას და ყოველი პარტნიორის პატივისცემას; ვიყოთ პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის, პროფესიული მეწარმეობისა და რეგიონული ბიზნეს-პარტნიორობის განვითარებას.

ხედვა

ვიყოთ ინოვაციური და ყველა მხარისთვის მომგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებების სანდო მიმწოდებელი საქართველოში; ამავე დროს - ჩვენს რეგიონში გამორჩეული სტრატეგიული ინვესტორის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ხელმძღვანელობს კეთილსინდისიერების, გონივრული სამუშაო პრაქტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და კომპეტენტური გუნდის მიერ მართვის პრინციპებით.

რეიტინგები

Standard & Poor’s

Standard & Poor’s-მა პაშა ბანკი საქართველოს მიანიჭა:

B გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი

B მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი

სტაბილური პერსპექტივით