სტენდბაი აკრედიტივი

პაშა ბანკის სტენდბაი აკრედიტივით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

სტენდბაი აკრედიტივები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში, როდესაც პროდუქციის შეძენა ხდება სხვა ქვეყნიდან. სტენდბაი აკრედიტივის თანხა შესაძლოა განაღდდეს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე, თუკი მყიდველი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და/ან ვერ ახორციელებს თანხის გადახდას ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღისთვის.


სტენდბაი აკრედიტივი არის ბანკის წერილობითი ვალდებულება, გაცემული ბენეფიციარის სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი (ბანკის კლიენტი, ვისი დავალებითაც გაიცემა სტენდბაი აკრედიტივი) დაარღვევს სტენდბაი აკრედიტივში მითითებულ პირობებს, ბანკი აუნაზღაურებს ბენეფიციარს შესაბამის თანხას, მისგან წერილობით მიღებული მოთხოვნის საფუძველზე. 


სტენდბაი აკრედიტივი მნიშვნელოვნად ამცირებს სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებულ რისკებს მყიდველის, გამყიდველის და გარიგებაში მონაწილე სხვა მხარეებისთვის.


მიუხედავად სტენდბაი აკრედიტივის და აკრედიტივის სტრუქტურული მსგავსებისა, სტენდბაი აკრედიტივი უფრო საბანკო გარანტიას ჰგავს, რადგან ის წარმოადგენს არა ანგარიშსწორების ფორმას, არამედ რისკის მართვის ინსტრუმენტს, დამატებით დამცავ მექანიზმს. 


პაშა ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სტენდბაი აკრედიტივების გაცემას როგორც საკუთარი პასუხისმგებლობით, ასევე მსოფლიოში ცნობილი, პირველი კლასის ბანკებთან თანამშრომლობით (დადასტურებული სტენდბაი აკრედიტივი). პაშა ბანკის თანამშრომლები გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას სტენდბაი აკრედიტივთან დაკავშირებით და დაგეხმარებიან სწორი პროდუქტის შერჩევაში თქვენი სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.