პაშა ბანკის საბანკო აკრედიტივებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.
აკრედიტივი (Letter of Credit) საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც რისკების ეფექტური მართვის და როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
პაშა ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის აკრედიტივებს. ბანკის მიერ აკრედიტივების გაცემა ხდება როგორც საკუთარი პასუხისმგებლობით, ასევე მსოფლიოში ცნობილი, პირველი კლასის ბანკებთან თანამშრომლობით (აკრედიტივის დადასტურება და პოსტფინანსირება). პაშა ბანკის თანამშრომლები გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას აკრედიტივთან დაკავშირებით და დაგეხმარებიან აკრედიტივის ტიპის შერჩევაში თქვენი სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.
აკრედიტივი არის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველის დავალებით ბანკის მიერ გამყიდველისთვის აკრედიტივით გათვალისწინებული თანხის გადახდას პროდუქციის გადაზიდვის, შეთანხმებული სხვა პირობების შესრულებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ბანკში წარდგენის საფუძველზე.
აკრედიტივის უპირატესობები მყიდველისთვის:
- მყიდველის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაცია - თანხის გადარიცხვა არ მოხდება, თუ გამყიდველის მიერ ზედმიწევნით არ შესრულდება აკრედიტივში მითითებული ყველა პირობა;
- აკრედიტივზე თანხის გადახდა ხორციელდება გამყიდველის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შემდეგ;
- პროდუქციის მყიდველის მფლობელობაში გადაცემა ხდება აკრედიტივში მითითებული ვადის და სხვა პირობების დაცვით.
აკრედიტივის უპირატესობები გამყიდველისთვის:
- მყიდველის ნაცვლად ანგარიშსწორების ვალდებულების აღება ფინანსური ინსტიტუტის მიერ;
- მყიდველისთვის პროდუქციის გადაცემამდე ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.
შეავსეთ განაცხადი