საგადახდო სისტემასა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების გასაჩივრების წესი
საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციებთან დაკავშირებით პრეტენზიის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ:
- დარეკოთ საკონტაქტო ცენტრში (+995 322) 265 000.
- ეწვიოთ ბანკის ფილიალს ან სერვის ცენტრს: https://www.pashabank.ge/ge/about-us/contacts
- დააფიქსიროთ მოთხოვნა ელექტრონულად ინტერნეტ ბანკინგის ან ელექტრონული ფოსტით: [email protected] საშუალებით.
თუ თქვენ წარადგენთ სიტყვიერ ან ელექტრონულ საჩივარს, შეიძლება მოგთხოვოთ წერილობითი საჩივრის წარდგენა (მატერიალური სახით) ერთი საბანკო დღის განმავლობაში.
თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია სადავო ტრანზაქციის შესახებ, მათ შორის:
- ოპერაციის მოცულობა
- ოპერაციის ვალუტა
- ოპერაციის თარიღი და დრო
- ოპერაციის ადგილმდებარეობა
- ოპერაციის დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი
ჩვენ განვიხილავთ თქვენს საჩივარს და გაცნობებთ გადაწყვეტილების შესახებ 15 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ განსაკუთრებული და ობიექტური გარემოებების არსებობის გამო 15 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ შევძლებთ თქვენი პრეტენზიის დამუშავებას და გადაწყვეტას, ჩვენ შეგატყობინებთ დაგვიანების მიზეზის შესახებ და გაცნობებთ მოთხოვნის დამუშავების და გადაწყვეტის ახალ ვადას. მიუხედავად განსაკუთრებული და ობიექტური გარემოებების არსებობისა, ჩვენ განვიხილავთ თქვენს პრეტენზიას და გაცნობებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, პრეტენზიის მიღების დღიდან მაქსიმუმ 35 სამუშაო დღის განმავლობაში.
გაცნობებთ, რომ ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ უნდა გადაიხადოთ საგადახდო სისტემაში ბანკის მიერ პრობლემის გამოძიებასთან (მათ შორის გასაჩივრებასთან და გადაწყვეტასთან) დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურების საფასური.
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით საბანკო მომსახურების გენერალური ხელშეკრულებას: https://www.pashabank.ge/ge/general-agreement-pasha-bank
2023 წლის 1 დეკემბრიდან: წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ, ბანკის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია).
კომისიასთან საჩივრის შეტანა შეგიძლიათ, ბანკში პრეტენზიის დაფიქსირების დღიდან 6 თვის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომისია თქვენს საჩივარს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში. კომისია საჩივრებს განიხილავს უსასყიდლოდ.
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს. https://nbg.gov.ge/ / +995 322 406 406