2015 წლის 26 დეკემბერს პაშა ბანკმა პარტნიორების სახელით საქველმოქმედო ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯ საქართველოს“ გამორჩეულად მიულოცა ახალი წელი: ბანკმა ფონდს საჩუქრად გადასცა რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“ (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით. აღნიშნული ნახატის ხელმოწერილი ასლი ბანკმა საჩუქრად გადაეცათ პაშა ბანკის პარტნიორებს.
ნახატის გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნული ფონდის ბენეფიციარებს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ახალგაზრდების სწავლა-განვითარებას.
ბანკმა წელს „პირველ ნაბიჯ საქართველოს“ ბენეფიციარებს სააღდგომო დღესასწაულიც მიულოცა და თავისი პარტნიორების სახელით ფონდს 10 000 ლარი გადაურიცხა.
„პაშა ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება საახალწლო სიხარული თანაბრად გავუზიაროთ როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე საქველმოქმედო ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მცირედი, მაგრამ გულითადი საჩუქარი დადებითად აისახება ფონდის ბენეფიციარების კეთილდღეობაზე,“- თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
“უკვე 17 წელზე მეტია, რაც ფონდი „პირველი ნაბიჯი საქართველო“ დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არის. 2015 წელს ფონდმა წამოიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშულებას გახდეს ფონდის ბენეფიციარის დონორი და დააფინანსოს მისი სწავლა-განვითარება. პაშა ბანკი ერთერთი პირველი ჩაერთო ამ პროგრამაში. აღნიშნული საჩუქარი ასევე დიდი დახმარებაა ჩვენი ფონდისთვის და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება ჩვენს ბავშვებს. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სახელით მსურს მადლობა გადავუხადო პაშა ბანკს ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.” - თქვა თინათინ დოლიძემ, „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერმა.