რამილ იმამოვი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

პარვინ მამმადოვი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი

ანზორ მანწკავა

დირექტორთა საბჭოს წევრი, საოპერაციო დირექტორი 

ლევან ალადაშვილი

დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი


რამილ იმამოვი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

რამილ იმამოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრის და მაგისტრატურის ხარისხით ეკონომიკური რეგულირების მიმართულებით.  

მისი კარიერა დაიწყო Bank of Baku OJSC-ში, მიკრო ფინანსებისა და იპოთეკის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, შემდეგ კი Bank Respublika OJSC-ის ფილიალის მენეჯერად, სადაც მართავდა გაყიდვებსა და უზრუნველყოფდა მომსახურების ხარისხს. 2010 წელს შეუერთდა Kapital Bank OJSC-ში ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. 

2018 წელს ბატონი რამილი გახდა საცალო გაყიდვების მთავარი ოფიცერი Kapital Bank OJSC-ში. ის წარმატებით მართავდა მრავალ დეპარტამენტს და ხელმძღვანელობდა გაყიდვების სტრატეგიებს. 

ბატონი რამილი 2023 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა სს პაშა ბანკი საქართველოს აღმასრულებელ დირექტორად ასევე სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორად. 

პარვინ მამმადოვი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი

ბატონმა პარვინმა ბაკალავრის ხარისხი 2009 წელს თურქეთში, ეკონომიკის 9 ეილულის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ამავე მიმართულებით ბაქოში, UNEC-ის უნივერსიტეტში მიიღო.
პარვინ მამმადოვმა მისი კარიერა ბაქოში, Rabita Bank OJSC-ში  და ხოლო შემდეგ KredAgro NBCO განაგრძო.
2012 წლის აპრილიდან, ბატონმა პარვინ მამმადოვმა კარიერა ბაქოს კაპიტალ ბანკის ფინანსურ დირექტორად განაგრძო.
ბატონი პარვინი 2023 წლის ოქტომბერში პაშა ბანკ საქართველოს შეუერთდა, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი და ფინანსური დირექტორი.

ანზორ მანწკავა

დირექტორთა საბჭოს წევრი, საოპერაციო დირექტორი 

ანზორ მანწკავამ 2004 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობით, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ის 2016 წელს ასევე დაეუფლა ვარვიკის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში.

ანზორის 20 წლიანი კარიერა ძირითადად ფინანსურ სექტორს უკავშირდება. მან 2003 წელს დაიწყო მუშაობა აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანია UBC international-ში, 2005 წელს შეუერთდა PricewaterhouseCoopers-ის გუნდს ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე, რის შემდეგაც 2006 წელს დაიკავა შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის თანამდებობა სს თიბისი ბანკში. 2012 წელს ანზორმა თიბისი ბაკნში ჩაიბარა მომხმარებლის გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების მართვის დეპარტამენტი, რის შემდეგაც 2014 წელს ხელმძღვანელობდა საოპერციო რისკების მართვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებას თიბისი ბანკში.

ანზორი 2015 წელს სასწავლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ვარვიკის ბიზნეს სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგაც მისი პროექტის და დისერტაციის ფარგლებში ბრიტანეთის უდიდეს იპოთეკის გამცემ ორგანიზაციას Nationwide Building Society-ს გაუანალიზა და დაუწერა სოციალური მედიის სტრატეგია.

2016 წელს ანზორი დაბრუნდა საქართველოში და დაიკავა თიბისი ფეის დირექტორის თანამდებობა, რა დროსაც გუნდთან ერთად მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის ოპერაციები და მომგებიანობა. ამის შემდეგ ის შეუერთდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე, რა დროსაც მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან და სამშენებლო კომპანიებთან პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იგი ასევე დაკავებული იყო სხვადასხვა საკონსულტაციო საქმიანობით საქართველოში არსებულ სამშენებლო კომპანიებთან, რაც ძირითადად ეხებოდა ორგანიზაციებში კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებას.

2021 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ელექტრონული კომერციის პლატფორმა extra.ge-ს, რის შემდეგაც 2023 წელს ანზორ მანწკავა შემოუერთდა სს პაშა ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს წევრისა და საცალო ბიზნესის ხელმძღვენელის თანამდებობაზე.

ლევან ალადაშვილი

დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი

ლევან ალადაშვილმა 2005 წელს დაამთავრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მას არაერთი პროფესული ტრენინგი აქვს გავლილი რისკების შეფასების, რისკების მენეჯმენტის და ფინანსური ანალიზის მიმართულებებით.

ლევან ალადაშვილმა კარიერა 2005 წელს პროკრედიტ ბანკში დაიწყო. 2006-2015 წლებში ის მუშაობდა ვითიბი ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების და საკრედიტო რისკების მიმართულებით. 

2015 წელს პროფესიული საქმიანობა განაგრძო სს პაშა ბანკ საქართველოში საკრედიტო რისკების დეპარტამენტის უფროსად. 2019 წელს იგი დაინიშნა რისკების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

2021 წლის 17 მაისიდან ლევან ალადაშვილ სს პაშა ბანკ საქართველოს რისკების დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიცია უკავია.