ჩვენი მისიაა, ვიყოთ კორპორაციული რეგიონული ბანკი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებს. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი კულტურაც. გვჯერა, რომ ბიზნესის ზრდა თანამშრომელთა ზრდისა და განვითარების პირდაპირპროპორციულია.
ვამაყობთ ჩვენი გუნდით, ხელს ვუწყობთ მათ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას. ერთად ვქმნით ჯანსაღ, მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც ვაზიარებთ ცოდნას და ჩვენს ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად ვიყენებთ.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წარმატების ფორმულის სამი აუცილებელი კომპონენტის - სანდო საქმიანი რეპუტაციის, ეთიკის მაღალი სტანდარტების და ხარისხიანი მომსახურების მიღწევა მხოლოდ კომპანიისა და თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
პაშა ბანკის კორპორაციული კულტურა, ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემასთან, გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს.
ჩვენი კულტურა ჩვენი ძალაა, ჩვენი თანამშრომლები კი - ჩვენი ძირითადი უპირატესობა!
ახალი მწვერვალებისკენ. ერთად!