პაშა ბანკი პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, მოქნილ და ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სესხებს სთავაზობს მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.
პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, იხილეთ ვებ-გვერდზე: http://rda.gov.ge/