პაშა ბანკის სტაჟირების პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია.
პაშა ბანკის სტაჟირების პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების განსხვავებულ, ანაზღაურებად პროგრამებს, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობით. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს, რომლებსაც სტაჟირების საინტერესო პროგრამებში ჩავრთავთ.
პაშა ბანკში სტაჟირების ადგილები შეზღუდულია და შერჩევა კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
- სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
სტანდარტული სტაჟირების პროგრამა
სტანდარტული სტაჟირების პროგრამა ცხადდება კონკრეტული მიმართულებით სტაჟიორის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გარდა, ამ პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები უზრუნველყოფილი იქნებიან უშუალო ხელმძღვანელის/მენტორისა და გუნდის წევრების სრული მხარდაჭერით.
შეგიძლიათ დაელოდოთ სტაჟირებას, ან წინასწარ შეავსოთ განაცხადი და აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება. შესაბამისი სტაჟირების პროგრამის გაჩენის შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ჩაგრთავთ შერჩევის პროცესში, თუ თქვენი მონაცემები დააკმაყოფილებს მიმართულების მოთხოვნებს.